10:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 18:21:26, 2005 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თიბლისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული გრანტი მერიას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გადასცეს, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა. 

ღონისძიებაზე გრანტის მიმღებთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა და თბილისის მერიას ევროკავშირისგან საზეიმოდ, მემორიალური დაფა გადაეცა. აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მიიღო.

ილია ელოშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ თბილისმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიგო, რომელიც დედაქალაქში მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მეწარმეები განვითარების, ბრენდირების, მარკეტინგისა თუ იურიდიული მომსახურების მხრივ ხელშეწყობას ნამდვილად საჭიროებენ და აღნიშნული გრანტი სწორედ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ვულოცავ თბილისის მერიას და მადლობას ვუხდი ეკონომიკური განვითარების სამსახურს, რომელმაც აღნიშნულ წარმატებას მიაღწია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ თბილისის მერიას გრანტის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს  ხელს.

„როცა საქმე ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ეხება, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი უმნიშვნელოვანესია. ეს ქვეყანაში მმართველობის ის დონეა, რომელიც მოქალაქეებთან ყველაზე ახლოსაა. იმედი მაქვს, აღნიშნული პროექტი და გრანტი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებასა 

და ადგილობრივი მოქალაქეების ეკონომიკური პირობების  გაუმჯობესებას შეუწყობს  ხელს“, - განაცხადა კარლო ნატალემ.  

ფინანსური დახმარების ფარგლებში, თბილისში დამწყები და მცირე მეწარმეების მხარდაჭერისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, ბიზნეს აქსელერატორს მიმართოს და ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორიცაა ბიზნესკომპანიების უფასო სამუშაო სივრცეებით  უზრუნველყოფა,  კონსულტაციის გაწევა  ფინანსური ანგარიშგებების,   საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, ასევე, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე.

სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.  

ოთხწლიანი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდება. ღონისძიებას ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics