09:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 18:02:32, 1946 ნახვა

სამართალი
პროკურორი: გიორგი მამალაძე იტყუება, მის მიმართ მსგავსი შეთავაზება არ განხორციელებულა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძისთვის პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარება არავის უთხოვია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მამალაძის დაკითხვა ვიდეოჩანაწერზეა გადაღებული და ის ადვოკატებსაც აქვთ. პროკურორის მტკიცებით, გიორგი მამალაძე იტყუება:

"მსგავსი საუბარი პროკურორებსა და გიორგი მამალაძეს შორის არ ყოფილა.მისი დაკითხვა გადაღებულია ვიდეოჩანაწერზე, რომელიც აქვს დაცვის მხარეს, ბრალდების მხარეს და სასამართლოსაც.მხარეებმა, სასამართლომ კარგად იციან, რომ მსგავსი არც მუქარა, არც შეთავაზება გიორგი მამალაძის მიმართ არ განხორციელებულა. სწორედ ასეთ ფაქტებზე ვამბობთ, რომ ის აცხადებს ტყუილს და ცდილობს, ყოველთვის თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად",-აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე საკუთარ საბოლოო სიტყვაში დეკანოზმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი ე.წ. დაკავება, რა შემოთავაზება მიიღო დაკავების დღეს და საერთოდ ვინ მოაწყო მის წინააღმდეგ საქმე. კერძოდ, რამიშვილის განმარტებით, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. უცნობია, რა დრო დასჭირდებათ მათ განაჩენის გამოსაცხადებლად. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატებს წინასწარ ეცნობებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics