2018-02-07 17:24:05, 1717 ნახვა
სამართალი
ზვიად გუბელაძე: გიორგი მამალაძე არ არის მსხვერპლი, ის დამნაშავეა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მსჯავრდებული გიორგი მამალაძე დღეს დასკვნით სიტყვაში, სიცრუეზე აგებული თავისი ვერსიებით ცდილობდა, თავი მსხვერპლად წარმოედგინა.
" მაგრამ მსურს, საზოგადოებას შევახსენო, რომ ის არ არის მსხვერპლი, არის დამნაშავე, რომელიც ამზადებდა განზრახ მკვლელიბას და სამართალდამცველების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად აცილებული იქნა უდიდესი ტრაგედია.აღკვეთილ იქნა დანაშაული მომზადების ეტაპზე",-განაცხადა გუბელაძემ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. უცნობია, რა დრო დასჭირდებათ მათ განაჩენის გამოსაცხადებლად. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატებს წინასწარ ეცნობებათ.
ავტორი: ,