17:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 13:45:25, 318 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის მიერ მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ჯერარდ შუმან ჰიცლერმა 2 საფინანსო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელთა საერთო ბიუჯეტი 60 მლნ ევროს შეადგენს.

 შეთანხმების მიხედვით ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის პროგრამისთვის გათვალისწინეულია 50 მლნ. ევრო დაევროკავშირის ინიციატივა “მეტი მეტისათვის” ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მხარდასაჭერად 10 მლნ. ევრო.
„ევროკავშირის აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განხორციელებას, კერძოდ მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის 50 მილიონიანი პროგრამის მიზანს წარმოადგენს: მართლმსაჯულების სექტორის ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის კონსოლიდაცია,ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვა და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა დასასამართლოს პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა.
შესაბამისი საჯარო უწყებების მხარდაჭერით, პროგრამა ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემას“, – აცხადებენ ევროინტეგრაციის სამინისტროში. 
უწყების ინფორმაციით, 50 მილიონიანი დაფინანსებიდან, თანხის ძირითადი ნაწილი 30 მილიონი ევრო განხორციელდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში. საქართველო დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ყოველწლიური ტრანშების სახით მიიღებს, ხოლო 20 მილიონი ევრო მოხმარდება პროექტების განხორციელებას ზემოთ აღნიშნულ სფეროებში.
ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერის პროგრამის 10 მილიონიან პროგრამა გამიზნულია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ისეთ მიმართულებების მხარდასაჭერად, როგორებიცაა: უმცირესობების უფლებათა დაცვა, სამართალდამცავი ორგანოების შიდა და გარე ზედამხედველობის გაძლიერება, შრომითი უფლებები,გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციისხელმისაწვდომობა.
ხელმოწერის შემდეგ გაიმართა დავით ბაქრაძისა და ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელს  ჯერარდ შუმან ჰიცლერის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრას, ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების დღის წესრიგისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისიწინებული პრიორიტეტების განხორციელების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ საექსპერტო დახმარების მნიშვნელობა.  განხილული იქნა ევროკავშირის დახმარების შესაძლებლობები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად, ასევე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტური განხორციელების მნიშვნელობას  და  აღნიშნულ საკითხებზე რეგიონებში ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics