2018-02-07 08:13:24, 1912 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4691 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4691 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4637 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს, 3.0617 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0715 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,