19:06 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 08:10:27, 2682 ნახვა

პოლიტიკა
პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე გაიხსნება

2018 წლის საგაზაფხულო სესია გუშინ, პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნა.

სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  2018 წლის საგაზაფხულო სესია გახსნილად გამოაცხადა.

კანონმდებლებმა  2018 წლის 7-9 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით  ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", „მაუწყებლობის შესახებ" და „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტებს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება. სხდომაზე ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე.

პლენარული სხდომა დღეს 12 საათზე გაიხსნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics