23:10 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 18:11:15, 1665 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება

საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა განაცხადა.

როგორც ნუკრი გელაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, მობილიზაციის გამოცხადებისთვის პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო.

"საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ცხადდება მობილიზაცია, ასეთ შემთხვევაში  მოქმედი რედაქციით პარლამენტის თანხმობა იყო საჭირო. ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტით პარლამენტის თანხმობა ამ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო. სუბიექტი ვინც გამოაცხადებდა, მობილიზაციას და სამობილიზაციო გაწვევას იყო მთავრობა, უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლის მოსაზრებით ეს ფუნქცია კვლავ უნდა დარჩენოდა პრეზიდენტს ისევე როგორც საომარი მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთითაც აქვც პრეზიდენტს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ კანონპროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics