|
2018-02-06 15:59:52, 2257 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა - პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული
2018 წლის საგაზაფხულო სესია პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომით გაიხსნა. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის საგაზაფხულო სესია გახსნილად გამოაცხადა. კანონმდებლებმა 2018 წლის 7-9 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", „მაუწყებლობის შესახებ" და „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტებს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება. დღევანდელ სხდომაზე ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე. პლენარული სხდომა ხვალ, 7 თებერვალს 12 საათზე გაიხსნება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)