2018-02-06 14:06:53, 1465 ნახვა
კომენტარი
კახიძე: იმედია, სასამართლო ჩაბუქის საქმეს გულდასმით შეისწავლის და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს
„იმედია, სასამართლო მუსტაფა ჩაბუქის საქმეს გულდასმით შეისწავლის და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ განაცხადა.
კახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს.
,,მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტებით. აღნიშნულ საქმეს შეისწავლის გულდასმით და ისე გამოიტანს გადაწყვეტილებას. თუ არ აღმოჩნდა ასე და მართლმსაჯულება ვერ პასუხობს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, ადვოკატს ექნება შესაძლებლობა მიმართოს ევროპულ სასამართლოს და დროებითი გამოძიების გამოყენება მოითხოვოს“, - განაცხადა ოთო კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.
ავტორი: ,