23:09 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 12:30:36, 1898 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური  მოძრაობის“ მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა, სადაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტზე უნდა ემსჯელათ, კვორუმის არ არსებობის გამო, ჩაიშალა.

მიწვევის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობის და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ. სხდომას ოპოზიციიდან 7 დეპუტატი და მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული 2 მოქალაქე დაესწრო.

„გამოდიან აქ გადაპრანჭულები და დავარცხნილები და შარვალ-კოსტუმით აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ. უკაცრავად, ეს არის თქვენი ვალდებულება. უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან თბილისელების მიერ არჩეულები,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ოპონენტების მიერ დადგმულ პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობის დრო არ აქვს:

„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ჩვენც და უმრავლესობის წევრებმაც ძალიან მწვავე კითხვები დავსვით. ამ განხილვაში ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ქონდათ, კითხვები დაესვათ და  მერიის მაღალჩინოსნებმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა, ასევე თბილისის ვიცე-მერმა ამ კითხვებს პასუხები გასცეს. კომისიების ფორმატში საკითხის დეტალურად განხილვის  მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკითხის განხილვის ნაცვლად, წარმოდგენის მოწყობის სურვილი ჰქონდა“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics