15:50 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 12:55:25, 599 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს რესურსი, ვიყოთ რეგიონალური ჰაბი

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მხოლოდ ტრანზიტისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა  EBRD–ის შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონალური საფინანსო ცენტრების ჩამოყალიბებისათვის სათანადო გარემოა შექმნილი. 

„ჩვენი ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით  სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალურ  აზიასა და ევროპას შორის.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ტრანზიტისთვის.  ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიყოთ რეგიონალური ჰაბი. აქ შექმნილია სათანადო გარემო  საერთაშორისო კომპანიების განთავსებისთვის და რეგიონალური საფინანსო ცენტრების ჩამოყალიბებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.  

პრემიერის შეფასებით,  საქართველო ელექტროენერგიის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა. 

„საქართველო გახლავთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ამ სფეროში ინვესტიციების განსახორიცელებლად მიმზიდველი ქვეყანა. თუ გავითვალისწინებთ იმ მაღალ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსებით აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში  ინვესტირებისთვის კარგი შესაძლებლობებია. 
„ამას ემატება ისიც, რომ ევროპის ბაზარი გაიხსნა ქართული წარმოების პროდუქციისთვის და მთლიანად იმ ქვეყნების ჩართვლით, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, გავიდეთ 900 მილიონიან მომხმარებელთა ბაზარზე“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics