23:11 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 21:17:31, 1923 ნახვა

საზოგადოება
მუშა: კომპანიისგან გვქონდა შემოთავაზება, „ვარკეთილში“ დაკიდულ ჭერზე დეფექტები დაგვემალა

 შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ დაქირავებული მუშა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, „რუსთავი2“-თან მეტროში ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზებზე საუბრობს.

მისი თქმით,  ჭერი თავიდანვე არასწორად გაკეთდა, რომლის საქმის კურსშიც იყვნენ კომპანიის ხელმძღვანელები. თუმცა, როგორც დავით ტაბახმელაშვილი ამბობს, მათ მუშებს დეფექტების დაფარვა შესთავაზეს:

„სიმყარე არ ჰქონდა,  დასკდა, არ იყო სწორად გაკეთებული.მატარებელი რომ მოძრაობდა, ჭერი ქანაობდა,არ იყო მყარად გაკეთებული. გააკეთეს ნათურები, რითიც დამალეს დეფექტები. შემოგვთავაზეს ახლიდან დაგვეშპაკლა, თანხის მომატებაც შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი განვაცხადეთ, რადგან არ გვიღირდა, ეს დაკიდული ჭერი ამხელა მასას, ამდენ ცარცს ვერ გაუძლებდა და შეიძლება უფრო მალე ჩამონგრეულიყო. გვქონდა შემოთავზება, რომ დაგვემალა დეფექტები“,-განუცხადა „კურიერს“ მუშამ.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოების  შესამოწმებლად  ექსპერტები არ მისულან.

„ყვარელრემმშენი“ სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

 „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics