00:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 14:41:31, 2272 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: მიუხედავად იმისა, გამაგდებენ თუ არა ქვეყნიდან, მათ ბოლო მოეღებათ

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

სააკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას არც ერთი სახელმწიფოს საბუთი არ გააჩნია და უკრაინის ხელისუფლებას ერთადერთი საბუთის წართმევა სურს, რომლითაც მას გადაადგილება შეუძლია.

„უკრაინაში სექტემბერში დავბრუნდი. მას შემდეგ ერთი საბუთი მაქვს, ცნობა, რომლის მეშვეობითაც გადავადგილდები. ეს ერთადერთი საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ ვარსებობ. არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ქაღალდი, რომელიც ადასტურებს, თუ ვინ ვარ მე. თუმცა, მაგალითად, ნოტარიუსები ამ საბუთს არ იღებენ. ახლა პოროშენკოს სასამართლოს სურს, ჩამომართვას ეს საბუთი. თუ ისინი დღეს გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ საბუთის გადაგდება შეიძლება და გამოვა, რომ მე არ ვარსებობ. წარმოიდგინეთ, თუ ჩემს შემთხვევაში ყველაფერს აკეთებენ, რომ დოკუმენტალურად გავქრე, რას უზამენ რიგით მოქალაქეებს, ვისაც კამერები არ დაყვება?! პოროშენკო პირად განკარგულებებს იძლევა. უკრაინა უკვე 25 წელია ითმენს და ხალხს თმენის უნარი აღარ აქვს. სიტუაცია უნდა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას,  მიუხედავად იმისა, გამაგდებენ თუ არა ქვეყნიდან, მათ მაინც ბოლო მოეღებათ. ამაში დარწმუნებული ვარ. ის რაც აქ ხდება ეს არ არის სასამართლო, ეს რაღაც სასამართლოს მაგვარია. ამ სასამართლოს მიზანია, გამაქროს ქვეყნიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics