18:40 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 12:01:42, 750 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გერმანიის ურთიერთობებს განვიხილავ ორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითად

საქართველო–გერმანიის ურთიერთობებს განვიხილავ ორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითად,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის რეკონსტრუქციის დაგანვითარების ბანკის( KFW) დელეგაციის შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით გერმანიის მიერ, ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 465 მლნ ევრო გრანტისა და შეღავათიანი სესხის სახით.  მიმდინარეობს 7 პროექტი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში, რომელთა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 192 მლნ ევროს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაციასწარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics