00:29 - 22 Apr, 2026
|
2018-02-04 11:17:54, 2667 ნახვა
მსოფლიო
სირიაში 7 თურქი სამხედრო დაიღუპა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩრდილოეთ სირიაში, აფრინის რაიონში ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ ფარგლებში, შვიდი თურქი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მომხდარს თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალ ილდირიმი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანკარა მებრძოლებს სამხედროების მოკვლისთვის ორმაგად აზღვევინებს. მოგვიანებით, თურქეთის ავიაციამ ქალაქ აფრინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთთა პოზიციები დაბომბა. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან სულ 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ დაიწყო სირიაში აფრინის რაიონში, სადაც ქურთული დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)