|
2018-02-03 18:15:53, 2283 ნახვა
სამართალი
ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
პროკურატურა #35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ დაპირისპირების დროს ბრალდებულმა მკვლელობის განზრახვით 2 არასრულწლოვანს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ არასრულწლოვან ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირ N16-თან მდებარე ე.წ. ,,წითელ ბაღში’’, ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ა. ნ., ლ. ხ. და ბ. ა. სასწავლო წლის ბოლოს გასამართ სკოლის ბანკეტთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდნენ ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს, მათ კლასელს ნ.მ.-ს და ყოფილ პარალელურ კლასელებს, ამჟამად ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნ.ც.-ს, ი.ც.-ს და ლ.ხ.-ს. საუბრისას მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც არასრულწლოვანმა ა.ნ.-მ მკვლელობის განზრახვით, დანით ასევე არასრულწლოვნებს ნ.ც.-სა და ი.ც.-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები. სამართალდამცველებმა ა.ნ. 2018 წლის 1 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)