16:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 16:22:32, 2048 ნახვა

კომენტარი
ირმა ჭკადუა: სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს წარჩინებით და გამოცდებისთვის ემზადება

„ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე“, - ამის შესახებ #35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროცესზე არავითარი დამატებითი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ადვოკატის შეფასებით, მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„არანაირი დამატებითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდების მხარემ მიმართა ამ მზაკვრულ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს დაეპატიმრებინა არასრულწლოვანი. ვინაიდან, ის მუხლი, რომლითაც გამოძიება დაწყებული იყო და ყველაზე მთავარი ხარისხია დაზიანების, რომ ეს არ არის მძიმე დაზიანება, რომელიც ბავშვებს ჰქონდათ. მათ არ დასჭირდათ ოპერაციები და ბუნებრივია ეს არის ძალიან კარგი. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ხელშემკვრელი მხარე ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლოსი და ზოგადად პრიორიტეტი არათუ არასრულწლოვნების შემთხვევაში, სრულწლოვნების შემთხვევაშიც, ენიჭება არასაპატიმრო ღონისძიებას, მით უფრო არასრულწლოვნის შემთხვევაში. მან პრაქტიკულად დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს  მე-12  კლასში წარჩინებით და ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო შუამდგომლობა ბრალდების მხარის და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. გავასაჩივრებთ და ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც ჩატარდება იმ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რომელიც საფუძველი გახდება ჩვენთვის, კიდევ ერთხელ მივმართოთ სასამართლოს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ე.წ. წითელ ბაღში, #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics