2018-02-03 09:21:50, 2539 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.4638 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4638 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4749 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0763 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,