|
2018-02-02 18:31:56, 1614 ნახვა
სამართალი
გახარია: თუ ქურდული სამყაროს წევრი დანაშაულის გახსნაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან განმარტებები გააკეთა საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. გახარიას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. მინისტრის შეფასებით, წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად ორგანზიებული დანაშაული უნდა დაამარცხონ: „დღეს როდესაც ქვეყანა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას, კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ფაქტობრივად, ეს არის ის შემთხვევა, რომელიც ქვეყნის განვითრებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში, ხაზგასმით აღსანიშნავია ახალგაზრდობასთან მუშაობის კომპონენტი, ჯანსაღი ცხოვრების კომპონენტი, ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაული ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. სწორედ ამიტომ უნდა გავითავლისწინოთ, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მუშაობს, 2005 წელს შეიქმნა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოწვევები უფრო სხვა ხარისხის არის, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ ტექნოლოგიურ დონეზეც შეიცვალა, შეიცვალა ბევრი რამ სასამართლო სისტემის დონეზეც, ამიტომ, ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შეიცვალოს. ამ ცვლილების ძირითადი მიმართულებაა, გარდა იმისა, რომ კონკრეტული დანაშაულებებისათვის მკაცრდება სისხლისსამართლის პასუხისმგებლობა. ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის, თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ეს ცვლიებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა ამ გამოწვევის პირველ რიგში ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ, ორგანიზებული დანაშაული უნდა დავამარცხოთ”,-განაცხადა გახარიამ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)