|
2018-02-02 17:50:27, 2233 ნახვა
კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი: მარგველაშვილის ადმინისტრაცია სააკაშვილის დაკრულზე ცეკვავს
"მარგველაშვილის ადმინისტრაცია სააკაშვილის წისქვილზე წყალს ასხავს და ეს მიხეილ სააკაშვილის დაკრულზე ცეკვაა", - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით. უმრავლების წევრის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი რეაქცია აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ არის ინიციატივა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააჟღერა და ის რეაქციები, რომლებიც ამ ინიციატივას მოჰყვა. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ინიციატივა გახდებოდა ერთიანობის კიდევ ერთი დემონსტრაცია, მინიმუმ იმ ადამიანების მხრიდან მაინც, რომლებთანაც ერთობლივი ბრძოლის წარსული გვაქვს - ტირანიასთან, დიქტატურასთან, უსამართლობასთან და რეჟიმთან. სამწუხაროდ ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს ყველა მიმართულებით. ეს ყველაფერი საღ აზრს არის მოკლებული. მათ დაიწყეს ისეთი ინიციატოვის კრიტიკა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დააზღვევს. პრეზიდენტმა არაპროფესიონალური და წინდაუხედავი განცხადებით, "გაამართლა" მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და გამოვიდა აღშფოთებით, თუ როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლება საქმეზე როგორიც არის შეწყალების აქტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი რეაქცია იყო აბსოლუტურად არაადეკვატური. ეს იყო ორი რამით მოტივირებული: პირველი მათ ვერ გაიგეს რასთან ჰქონდეთ საქმე ან მეორე - მათ გაიგეს და დაიწყეს საბოტაჟი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა "იმედის" ეთერში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)