14:58 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 17:38:46, 2085 ნახვა

სამართალი
ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

ე.წ. წითელ ბაღში, არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, "წითელ ბაღში" #35-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებენ.

ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა სკოლის ბანკეტს უკავშირდება. მისივე თქმით, 35-ე სკოლის სამი მოსწავლე 1-ელი ექსპერიმენტული სკოლის ბანკეტზე დაპატიჟეს, რასაც ამავე სკოლის მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის უკმაყოფილება მოჰყვა. ყოფილი თანაკლასელები ვითარების გასარკვევად ე.წ. წითელ ბაღში შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ა.ნ. გუშინ დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics