10:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 17:19:44, 1875 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრის ფორმირების (IXP) საკითხები განიხილეს  ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.

ღონისძიებაში  ასევე მონაწილეობდნენ  საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიების, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის,   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის,  ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), „ოუფენ ნეტის,“ ფეისბუქის (Facebook), ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC)   და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების და ხედვების გაზიარება საქართველოში ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის და სატელეკომუნიკაციო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის.

„დღევანდელი ღონისძიება ეხება საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პროგრამის განვითარებას და ასევე ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთჩათვლის მექანიზმების ფორმულირების საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ რა თანამედროვე მიღწევები არსებობს აღნიშნულ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთდიალოგის ასეთი მექანიზმი, რათა მოხდეს ინფორმაციის განახლება, თუ რა ეტაპზეა ესა თუ ის მიმდინარე პროგრამა“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით,  ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის პროექტი „ციფრული ბაზრების ჰარმონიზება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (HDM). ამ პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტელეკომუნიკაციის სფეროში რეგულაციებისა და ციფრული ბაზრების მაქსიმალური დაახლოება ევროპის შესაბამის ბაზრებთან.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროკომისია მსოფლიო ბანკის საშუალებით დაეხმარება საქართველოს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებაში, რომელიც საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით ორიენტირებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარების საკითხებზე. 

ტექნოპარკში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) და ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) ორგანიზებით ჩატარდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics