22:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 16:57:02, 2025 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების რეფორმირებას იწყებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, თბილისის N5 საქალაქო ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. კახა კალაძე ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა და შენობაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

თბილისის მერმა დედაქალაქში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობასა და ამ მიმართულებით, რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

მისი განცხადებით, თბილისში არსებული 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მძიმე მდგომარეობაა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს.    

„საქალაქო ბიბლიოთეკებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროდ, 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა. ცხადია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ჩემს მოადგილეს უკვე დავავალე, რომ წარმოადგინონ კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რათა ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,  რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ამ პირობებში მუშაობაც შეუძლებელია და ისიც, რომ ადამიანი მივიდეს და რამით დაინტერესდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის 1884 წელს დაარსებულ N5 ბიბლიოთეკაში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა  და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics