|
2018-02-02 16:44:42, 1601 ნახვა
სამართალი
EMC ქობულეთის პანსიონატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მის პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე განმცხადებლების ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, განაცხადი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილია ა(ა)იპ "ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის" და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით. განმცხადებლები სასამართლოში დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-9 მუხლის (რელიგიის თავისუფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება), პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის (განათლების უფლება) და მათთან კავშირში კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. ეროვნულ დონეზე არაეფექტიანი გამოძიების ნაწილში განმცხადებლები კონვენციის მე-3 მუხლთან ერთად, ასევე უთითებენ კონვენციის მე-13 მუხლის (უფლება დაცვის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზეც. "2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას, ადგილობრივი მოსახლეობის, (რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებს) წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო. პროტესტის გამოსახატად ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს იძულების უკიდურესი და მუსლიმი თემისთვის შეურაცხმყოფელი ფორმა აირჩიეს და შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს, ხოლო შენობის კარზე დაკლული ცხოველის თავი ჩამოკიდეს. პროტესტმა უფრო მასშტაბური სახე 15 სექტემბერს მიიღო, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა. ამის შემდგომ, ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს. პროტესტი ამ ინტენსივობით გაგრძელდა 2014 წლის ნოემბრამდე, სანამ პანსიონატში მყოფი ბოლო განმცხადებელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა შენობა. ადგილობრივები პერიოდულად ისევ ახერხებდნენ პანსიონატის წინააღმდეგ ორგანიზებას (მაგ. შეკრება კიდევე ერთხელ გაიმართა 2015 წლის ივლისს). ამ პერიოდში განმცხადებლები მუდმივად ხდებოდნენ ისლამოფობიური, თურქოფობიური დამამცირებელი მიმართვების (მაგ. ‘თურქებო’, ‘თათრებო’ ‘მოღალატეებო’ ‘მუსლიმები აქ არ გვინდა’ ‘წადით აქედან თურქეთში და იქ ილოცეთ’) ადრესატები", - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში. სრული განცხადება იხილეთ ბმულზე: https://emc.org.ge/2018/02/02/emc-ქობულეთი/
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)