|
2018-02-02 16:03:02, 1705 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: საქართველოში ქურდული მენტალიტეტი ფეხს ვეღარასოდეს მოიკიდებს
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც, რაც პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია. „შსს-ში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი, გიორგი გახარიას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პროცესში, ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას, ეს არის კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, საზღვრის დაცვა, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის გაძლიერება, ქვეითი პატრულის გაძლიერება და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯები შედეგს აუცილებლად გამოიღებს ქვეყანაში უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით და ჩვენი მოქალაქეების დაცულობის კუთხით”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის შეფასებით, შსს დღეს გახსნილი უწყებაა, რასაც მიესალმება. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. „მთლიანობაში მინდა, აღვნიშნო და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი, ეს გამორიცხულია, და ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული და დაუნდობელი ასევე, ვინაიდან ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)