00:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:09:31, 1780 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: ზურაბ აბაშიძესთან 2017 წელს გამართული შეხვედრების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია

„საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები განსაკუთრებით რთულია და უპირველესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული“, -  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  გრეგორი კარასინმა რუსულ სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა.

კარასინმა, საქართველოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ   საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა, იყო კონსტრუქციული და  გულახდილი.

„განვიხილეთ პრაქტიკული საკითხები და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის პრობლემები რჩება. ეს პრობლემები განსაკუთრებით რთულია და უპირველესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინმა აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრა მარტში გაიმართაბება, სადაც დეტალურად იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე.  მისივე თქმით,  2017 წლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, გნსაკუთრებით ვაჭრობისა და ტურიზმის თვალსაზრისით.

„ერთობლივად შევაჯამეთ 2017 წლის შედეგები და შევთანხმდით, რომ ის საკმაოდ შთამბეჭდავია. რუსეთი ვაჭრობის მოცულობით საქართველოს მეორე პარტნიორი გახდა და  ორმხრივი ვაჭრობა 34%-ით გაიზარდა, ჩვენ ვყიდულობთ ღვინის პროდუქციის 2/3-ს და საკუთარ ბაზარზე გაგვაქვს. ასევე, საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩასული რუსი მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა , დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი, რაც ძალიან კარგი შედეგია“,  - განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, მხარეებმა განიხილეს 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს ეხებოდა. მან აღნიშნა რომ მთავარია, ყველა პუნქტი ზუსტად შესრულდეს.

„დღეს მოგვიწია მისი სიტყვასიტყვით განხილვა და შევთანხმდით, როგორიც არ უნდა იყოს ინტერპრეტაციები, მთავარია დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი ზუსტად შესრულდეს“, - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics