22:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:02:17, 1763 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საკითხს დღეს საკრებულოში განიხილავენ

მეტროსადგურ „ვარკეთილში“  ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის საკითხს დღეს საკრებულოს ორი  კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. შეხვედრა 18:00  საათზე დაიწყება.

მომხდარ შემთხვევაზე კითხვები აქვს როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას. თუმცა, ოპოზიცია განხილვის ფორმატით უკმაყოფილოა. ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და დედაქალაქის ყოფილი  და მოქმედი მერის მისვლასაც ითხოვდნენ.

„ვარკეთილის ჭერის ჩამონგრევა არის კატასტროფა. მერიამ ამ კატასტროფის  დაკნინება მოახდინა იმის გამო, რომ ჩამოაქვეითა და რანგით მცირე შეხვედრას გვთავაზობს,   რაც მიუღებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პასუხები მერიის მხრიდან“,-განაცხადა საკრებულოს წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

კრიტიკული შეკითხვები აქვს საკრებულოს ფრაქცია „ ევრუპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გოკა გაბაშვილს:

„რატომ შეიქმნა კომპანია, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა და ადრე შავ სიაში იყო, რატომ შეასრულა სამუშაოები, რომელზეც ექსპერტები ამბობენ, რომ არ შეიძკება ასეთი სამუშაეობის შესრულება მეტროსადგურში. ფაციფუცში დაამთავრეს და ვხედავთ შედეგს, ჭერი ჩამოინგრა“,-განაცხად გაბაშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ტყემალაძე ფიქრობს, რომ შეხვედრის ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, დეტალურად მიიღონ ინფორმაცია მეტროსადგურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, სხდომას მერის მაოდგილეებიც დაესწრებიან:

„დღეს ჩვენ გვაქვს 2 კომისიის გაერთიანებული სხდომა. ინტერესი დიდია, კითხვები აქვს უმრავლესობის წევრებსაც,. ვფიქრობ,  ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, სხდომას დაესწრებიან ყველა პასუხისმგებელი პირები, შესაბამისად, მერის მოადგილეებიც“,-აღნიშნა ირაკლი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14  ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. მათი უმრავლესობა სამკურნალო დაწესებულებიდან სახლში უკვე გაწერეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics