2018-02-02 12:48:54, 1725 ნახვა
კომენტარი
კალაძე: შპს „ნილთან“ მხოლოდ 1 თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა - ახალი ტენდერი გამოცხადებულია
ბრალდებას, რომ მერიამ ბაშვთა კვებისთვის ჩატარებული ტენდერის პირობები შპს „ნილს“ მოარგო, დედაქალაქის მერი კახი კალაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ტენდერში, რომელიც გამოცხადებული იყო, კომპანია „ნილმა“ გაიმარჯვა, რადგან ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა.
თუმცა, მერის განმარტებით, სატენდერო კომისიამ კომპანიას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები და მისცა დისკვალიფიკაცია. მოგვიანებით, კალაძის თქმითვე, იმისთვის, რომ ბაღებში საკვები პროდუქტები შეეტანათ, კომპანია „ნილთან“ 1 თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ხელახალი ტენდერი გამოცხადდა:
„შესაბამისად, ტენდერი გამოცხადებულია, თუ არ ვცდები, დღე დღეზე გვეცოდინება შედეგები, ვინ არის გამარჯვებული კომპანია“,-აღნიშნა კახი კალაძემ.
ავტორი: ,