06:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 11:30:10, 1424 ნახვა

სამართალი
იაპონიის მთავრობამ შსს-ს ახალი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს.

დღეს იაპონიის მთავრობის მიერ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადმოცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“ ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„ჩვენ ვიწყებთ  საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლებას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანებით. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კომპანია კორპორაცია მიცუბიშს, რომლებთა დახმარებითაც  დღეს ჩვენ გადმოგვეცემა 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომობილი,  რაც ხელს შეუწყობს საპოლიციო მომსახურების ხარისხის ამაღლებას. მადლობა პრემიერს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ამ იდეის განხორციელება ალბათ გაგვიჭირდებოდა“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.

შსს-ს ცნობით, არსებული საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ქვეყნის პოლიცია ეტაპობრივად გადადის გარემოსთან უფრო თავსებად ავტომანქანებზე, როგორიცაა ჰიბრიდები და ელექტრომობილები.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლისთვის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა საპატრულო პოლიციის რეფორმა, სისტემაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება.

2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება (Non-Project Grant Aid), რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა (JICS) კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 96 ავტომობილი (45 „Mitsrubishi Outlander Plug-in Hybrid“ და 51 „Mitsubishi I-Miev electric vehicle“), რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, კერძოდ, 45 ჰიბრიდული ავტომანქანა - თბილისის საპატრულო პოლიციას, ხოლო დანარჩენი 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

საპატრულო პოლიციის მიერ ახალი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ავტომობილების გამოყენება საზოგადოებისათვის არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავს“, - აცხადებენ შსს-ში.

ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics