00:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 15:14:08, 2705 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: სასამართლო 5 თებერვლისთვის გადაიტანეს - ეშინიათ, მარშზე უფრო მეტი ადამიანი არ მოვიდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა, სადაც მისი დეპორტაციის საკითხი უნდა განიხილონ, 5 თებერვლისთვის გადაიდო.

ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმრთვაში განაცხადა.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სხდომის გადადების მიზეზი 4 თებერვალს დაგეგმილი მარშია.

"სასამართლო სხდომა, ჩემს დეპორტაციასთან დაკავშირებით 5 თებერვლისთვის გადაიტანეს, რადგან ეშინიათ 4 თებერვლის მარშზე უფრო მეტი ადამიანი არ გამოვიდეს. მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს აქციაზე, რადგან ამის უამრავი მიზეზი არსებობს. მათ უგულებელყვეს ჩვენი მოთხოვნები კანონებთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებენ ხალხის აზრს და საერთოდ ცუდად იქცევიან. იცით, ცხრა წელი პრეზიდენტი ვიყავი და არც ერთხელ არ მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, რომ სეიშელის ან მალდივის კუნძულებზე დამესვენა. უკრაინაში გვყავს პეტრო მალდივსკი და იურა სეიშელსკი. ისინი მოსახლეობას დასცინიან და ომის დროს დასასვენებლად მიდიან. რაც ყველაზე მთავარია ხალხის ფულებით ისვენებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - როგორც არ უნდა მომექცნენ, მგონია რომ ხალხი მარშზე უნდა გამოვიდეს არა სააკაშვილისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვალოს, იმისთვის, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ხალხის იმედი არ გაამართლა, პოსტი დატოვოს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ბევრნი უნდა ვიყოთ. გელოდებით 4 თებერვალს, 12:00 საათზე შევჩენკოს პარკთან", - განაცხადა სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics