04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 19:31:19, 1990 ნახვა

სამართალი
შოთაძე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე: პროკურატურა ხელს არავის აფარებს

„პროკურატურა ხელს არავის აფარებს“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შოთაძე საქმის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ისინი გამოძიების დისკრედიტაციას ცდილობენ“.

„თავიდანვე გავრცელდა გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხზე და ის ადამიანი, ვისი შვილიც მონაწილეობდა ამ ინციდენტში უკვე გარკვეული პერიოდია აღარ მუშაობას პროკურატურაში. რაც შეეხება ადვოკატების განცხადებებს, ჩემთვის სრულად გასაგებია მათი პოზიცია. ეს არის მათი ტაქტიკა და ცდილობენ გამოძიების დისკრედიტაციას. თუმცა რეალობა არის სხვა. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ათეულობით არასრულწლოვანი. ყველა მონაწილე ამ ინციდენტის დაკითხულია. ეს ადამიანები ასევე დაიკითხებიან სასამართლოში, შესაბამისად მათ აქვთ სრული შესაძლებლობა სასამართლოს მიაწოდონ ის რეალობა, რაც მოხდა იმ საზარელ დღეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოძიების მეირ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ყველა შემსწრე პირის დაკითხვისას მიღებული ინფორმაციით გამოკვეთილია ორი პიროვნება, რომლებიც ამ ეტაპზე მიცემული არიან პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისათვის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics