15:50 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 22:57:40, 533 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის ფორუმის ფარგლებში ფინეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ფორუმის ფარგლებში 13 მაისსსაგარეო ეკონომიკურ საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მატი ანტონენისთან გამართულშეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობა ფინეთთან რამდენიმე ძირითად სფეროში თანამშრომლობს. ორი ქვეყნის მთავრობებს შორისგაფორმებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა  3 შეთანხმებას მოიცავს. ხელშეკრულება არეგულირებსთანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინვესტიციების წახალისება და თანამშრომლობისგანვითარება, შემოსავლებზე ორმაგ დაბეგვრასთან და გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებული თემატიკა.

,,ვისაუბრეთ იმ ინვესტორებზე, რომლებიც უკვე არიან საქართველოში. ეს არის „თელია სონერა,“ რომელიც არის ძალიანმნიშვნელოვანი ინვესტორი და  ძალიან კარგი პოტენციალი არსებობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროშითანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაჟღერეთ ის მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც აუცილებელია გაჟღერდესყველა ევროპელის წინაშე, რაც ეხება რიგის სამიტის წინ საქართველოს მომზადების ძალიან მაღალ ხარისხს და იმმოლოდინებს, რომლებიც არსებობს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნას დაფიქსირებული. ჩვენ რა თქმა უნდა,ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფინეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. ბუნებრივიაითქვა ისიც, რომ საბოლოო მიზანი არ არის ასოცირების შეთანხმება და დავაფიქსირეთ, რომ მომავალში, რა თქმა უნდა,ვუყურებთ ევროპულ პერსპექტივას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია საქართველოსთვის,-‘’განაცხადა გიორგიკვირიკაშვილმა. 

საქართველო-ფინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ  დასაგანმანათლებლო სფეროებში. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთანშედარებით, 3%-ით გაიზარდა  და  18.02 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ფინური ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე. აღსანიშნავია შვედურ-ფინურიგიგანტის - „თელია სონერას“ საქმიანობა, რომელიც კომპანია „ჯეოსელის" აქციათა პაკეტის 100% მფლობელია.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითია, რომ EBRD ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში იმართება. ჩვენ განვიხილავთეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს ჩვენ ქვეყნებს შორის, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა საქართველოსა დარეგიონში. ასევე განვიხილავთ  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას. ფაქტი, რომ EBRD ის შეხვედრა  აქმიმდინარეობს, ამტკიცებს გაზრდილ ინტერესს ამ რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ. ამიტომმოუთმენლად ველით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს,-‘’განაცხადა მატი ანტონენიმ.

ფინეთის მთავრობამ საქართველოში გაერო-ს განვითარების ოფისთან (UNDP)  ერთად,  ბორჯომი-ხარაგაულის სატყეოეკოსისტემების აღდგენის და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების პროექტები განახორციელა. ასევე,ტექნიკური დახმარების  შემდეგ ეტაპზე, EBRD-მა ფინური კომპანია „DIGITA“-ს ტექნიკური ექსპერტები დაიქირავა,რომლებმაც    საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტი შეიმუშავეს.

EBRD მა საქართველოში მიმდინარე წელს  ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერის პროექტიგააგრძელა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ „ციფრული მაუწყებლობისსააგენტოს“  სამომხმარებლო და სეტ-ტოპ ბოქსების შესყიდვის საკითხებთან  დაკავშირებით დახმარება აღმოუჩინა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics