22:43 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 15:25:52, 1883 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ აშენდება

თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ აშენდება. სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა საფრენი აპარატის საშუალებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ინვესტორებთან ერთად ჩადო.  

სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილი სამინისტროს შენობაში განთავსდება. 200 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაში 45 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. 

თბილისის მერის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდება. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

მისივე თქმით, ინვესტორთა ჯგუფმა პროექტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი, იტალიელი პიერო ლისონი მოიწვია. 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს შენობა დაახლოებით, 10 წელია, უფუნქციოდ იყო გაჩერებული. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში, სადაც შეგვეძლება სტუმრის მიღება, ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით. მშენებლობის პროცესში დაახლოებით, 500 ადამიანი დასაქმდება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 300 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტი ასევე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძველის და ახლის შერწყმა ხდება. მიზანმიმართულად არის დატოვებული ძველი შენობა-ნაგებობა, რომელსაც ახალი, თანამედროვე შენობა შეუერთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat Investment ახორციელებს, გენერალური კონტრაქტორი კი, სამშენებლო კომპანია BBC-ია. პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს  ბრიტანული კომპანია BHP უწევს.  

სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics