|
2018-01-31 13:40:47, 2432 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. „ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობა. საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ: მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი 1 იანვრამდე შეადგენდა 5793 ლარს (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 5750 ლარით (დარიცხვით). მთავრობის აპარატის უფროსის ხელფასი (სარგო და დანამატი) 1 იანვრამდე იყო 3728 ლარი (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 3700 ლარით (დარიცხვით). გარდა ამისა, უშუალოდ მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წლიური სახელფასო ფონდი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 60 030 ლარით, რაც განაპირობა მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ ორი მრჩევლისა და ორი თანაშემწის, სულ 4 საშტატო ერთეულის შემცირებაზე. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოხელეებს, მათ შორის დეპარტამენტის უფროსებს, განყოფილების უფროსებს და სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში მოხდა სახელფასო სარგოს სახელფასო შკალასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათ მცირედით, მაგრამ გაეზარდათ ხელფასები. თუმცა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა საუბრები სადღესასწაულო თუ კვარტალურ პრემიებსა თუ დანამატებზე. რაც შეეხება ბაღის აღმზრდელების ანაზღაურებას, აღმზრდელის ხელფასი 240 კი არა 420 ლარია. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი მერია ბაღებთან მიმართებაში რეორგანიზაციას ახორციელებს და რეორგანიზაციის შედეგად არის საუბრები სახელფასო სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ალბათ თავად მერია გააკეთებს განმარტებებს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)