08:14 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 20:02:52, 441 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ფინანსთა მინისტრი თბილისს ეწვია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილე დელეგაციის წევრები თბილისში ჩამოსვლას განაგრძობენ.

დღეს თბილისში ჩამოვიდა უკრაინის ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

აეროპორტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად დაათვალიერა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც გაეცნო გეზის მუშაობას.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილია 15 მაისს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics