15:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 19:24:12, 707 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენს“ EBRD-ს დონორი ქვეყნების წარმომადგენლები ესტუმრნენ

სს „ქართული ლუდის კომპანიას", რომელიც ბაზარზე „ზედაზენის“ სახელითაა წარმოდგენილი,  დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  დონორი ქვეყნების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებმაც ლუდსახარშის საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.

როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა, EBRD-ი მას ლუდის წარმოების ბიზნესში საკმაოდ დაეხმარა. მისივე განმარტებით, თავის დროზე კომპანიამ EBRD-გან 8 მლნ დოლარამდე სესხი მიიღო.

„დღეს თუ ჩვენ შექმნილი გვაქვს ევროპული დონის წარმოებები, ეს დიდწილად EBRD-ს დამსახურებაა. ამ დონემდე შესაძლოა მივსულიყავით, მაგრამ მივიდოდით საკმაოდ გვიან. დაახლოებით 3 მლნ დოლარით შემოვიდნენ კაპიტალში და ასევე სადღაც 7-8 მლნ დოლარის იყო სესხი. მთავარია ის, რომ გარდა ფულისა, ყველაზე მთავარი იყო ის უნარჩვევები, რომელიც უნდა ახასიათებს თანამევროვე ბიზნესს - ესაა გამჭვირვალობა.  ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ჩვენი კომპანიების მუშაობა ყოფილიყო გამჭივალე, მაგრამ მათგან მაინც სულ სხვა მიდგომები იყო“,-აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.

 საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეხვედრებსა და ბიზნესფორუმს  მასპინძლობს და სწორედ აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული სტუმრები „ზედაზენის“ საწარმოს ეწვივნენ.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეებია საქართველოსთვის და ქვეყანა საკმაოდ სოლიდურ დელეგაციას მასპინძლობს EBRD-ს დელეგაციის სახით. EBRD არის ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ბიზნესის განვითარების კუთხით. თუ დღეს ითვლება, რომ ჩვენი ჯგუფი წარმატებულია, ამაში დიდი დამსახურება EBRD-ს ეკუთვნის. 4 წლის განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობდით  და ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტი EBRD-სთვის იყო ჩვენი პროექტი.

აქედან გამომდინარე, რაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ  EBRD-ს წარმომადგენლებმა ნახონ, თუ რა დონის საწარმოებია საქართველოში შექმნილი. მინდა ავღნიშნი, რომ ის ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა მასპინძლობს ქართული ბიზნესისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგანაც EBRD-დან საკმაოდ ფართო შემადგენლობაა ჩამოსული და კიდევ ჩამოდიან“-, აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.

ინფორმაციისთვის, 100%-ით ქართული კაპიტალით შექმნილმა სს „ქართული ლუდის კომპანია"-მ ლუდსახარში „ზედაზენი"-ს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის გაზაფხულზე. მშენებლობისათვის შერჩეულ იქნა ადგილი ზედაზენის მთის ძირას, სოფელ საგურამოს შესასვლელთან. კომპანიის ინფორმაციით, გადამწყვეტი როლი ადგილის შერჩევაში ითამაშა უნიკალურმა წყალმა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიპოვება.

მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში, ცარიელ ადგილზე თანამედროვე ტიპის ლუდის ქარხანა აღიმართა. მშენებლობასა და უთანამედროვესი აღჭურვილობის მონტაჟს ადგილობრივ მუშახელთან ერთად ჩეხი, გერმანელი, ფრანგი, სლოვენიელი, ავსტრიელი, პოლონელი, თურქი და უკრაინელი სპეციალისტები აწარმოებდნენ. საწარმოო ციკლის ყველა უბანი აღიჭურვა ტექნიკით, რომელიც ფაქტიურად ბოლო სიტყვაა თანამედროვე კვების მრეწველობაში.

2012 წლის დასაწყისში ლუდსახარში მზად იყო საცდელი ხარშვების განხორციელებისათვის. 2012 წლის 2 აპრილს მოხდა ლუდსახარში „ზედაზენი"-ს საზეიმო გახსნა და დაიწყო მისი პროდუქციის საქართველოს მასშტაბით რეალიზაცია. იმავე წლიდს 25 აპრილის  მოხდა „ზედაზენი"-ს პროდუქციის პირველი საექსპორტო გადატვირთვაც. სწორედ ამ დღიდან დაიწყო  ლუდის ახალი ერა ქართულ ბაზარზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics