|
2018-01-30 18:14:52, 2052 ნახვა
საზოგადოება
მერიამ „ახმეტელის თეატრის“ შემოწმების თაობაზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბედელიანის ინფორმაციით, მერიამ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" შემოწმებასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მიმართა. მერის მოადგილე იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემაზე საუბრობს, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას. "თქვენ იცით, რომ დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვისაც დღევანდელ აქტში მიუძღვის ბრალეულობა. ვინც ამ უხარისხო მშენებლობას ხელი შეუწყო, ყველას მიმართ გვექნება მკაცრი რეაგირება. ჩვენ უკვე მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახმეტელის მეტროს ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ამავე დროს, თქვენ იცით, რომ არა მარტო მეტრო სადგურებს, არამედ ნებისმიერ სხვა ობიექტებსაც ვამოწმებთ ინტენსიურ რეჟიმში, ვინაიდან თავიდან იქნას აცილებული ისეთი სახის ფაქტები, როგორსაც დღეს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ბენდელიანმა "იმედის" ეთერში. კითხვაზე თუ ვინ ახორციელებს ობიექტების შემოწმებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ვარკეთილის მეტროს შემთხვევაში, შემოწმება კონკრეტული თანამშრომლებისგან შემდგარმა ჯგუფმა და ასევე 2 აკრედიტირებულმა კომპანიამ განახორციელა. " უშუალოდ თვითონ მერიის სისტემაში შემავალი გამგეობების და საქალაქო სამსახურების ხარისხს ამოწმებს მერიის ლაბორატორია, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც მოცულობით ასევე ხარისხორივი ნაწილის შემოწმებას. ხოლო სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოების ზედამხედველობას, როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა ახორციელებდნენ უშუალოდ კონკრეტული თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი და ასევე, აკრედიტაცია გავლილი 2 კომპანია. შემოწმება კონკრეტულად სამუშაოების შესრულების დროს ხდება. ეს კონტროლი ხორციელდება იმ ეტაპამდე, სანამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნება შესრულებული ბოლომდე. ანუ მოწმდება სამუშაო ობიექტზე სამუშაოების დაწყების დღიდან ბოლო დღემდე - დასრულებამდე. არ მინდა გამოძიების ინტერესებს წინ გავუსწრო და განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ერთი რაც დღის განმავლობაში გამოვლინდა: საუბარია პირველ რიგში როგორც სამშენებლო კომპანიის მიერ უხარისხოდ გაწეულ მომსახურებაზე, ასევე შეიძლება საკითხი დაისვას - თვითონ საპროექტო დოკუმენტაცია რამდენად კარგად იყო შედგენილი. შესაბამისად ამას გამოძიება დაადგენს", - აღნიშნა მან. რაც შეეხება ვარკეთილის მეტროს მუშაობის აღდგენას ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, სადგური მუშაობას 2 დღეში განაახლებს. "იქ ახლა მიმდინარეობს დასუფთავების და სადემონტაჟო სამუშაოები. მაქსიმუმ ორი დღის ვადაში დაგეგმილი გვაქვს, რომ მოძრაობა აღვადგინოთ", - დასძინა ირაკლი ბენდელიანი.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)