22:43 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 12:49:24, 1884 ნახვა

საზოგადოება
მეტრო „ვარკეთილში“ დაშავებული 4 პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი - 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა

მეტროსაგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 4 პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ექსპრესნიუსს" კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმა.

"ჩვენთან 4 დაშავებული მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ ეტაპზე 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმა", - აცხადებენ პრესსამსახურში.

ექიმის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შემოსვლისას გამოხატულია თავის ტვინის, გულ-მკერდის, წელის და ქვედა კიდურის ტრამვები. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, უტარდებათ სათანადო გამოკვლევა. ამ ეტაპზე არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics