03:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 20:20:19, 1851 ნახვა

სამართალი
მეტროსადგურში დაკავებული პირები გათავისუფლდნენ-სასამართლო 2 თებერვალს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარი ინციდენტისას დაკავებულები გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი გაათავისუფლა. პროცესი 2 თებერვალს განახლდება. ადვოკატებმა საქმეში არსებული მასალების  გასაცნობად დრო ითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა გუშინ  ორი პირი ადმინისტრაციული წესით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. თუმცა, გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს ისაუბრა მეტროსადგურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მეზვრიშვილის თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომასალაში მხოლოდ  საპატრულო პოლიციის მიერ ორი მოქალაქის  დაკავებაა ასახული. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა  პოლიციის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და მათი შეურაცხყოფა:

 

"ზემოაღნიშნული კომპლექსური პრობლემის ერთგვარი გამოვლინებაა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მომხდარი ინციდენტი, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. აღნიშნული განპირობებული იყო ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთვით, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ 2 მოქალაქის მხოლოდ დაკავებაა ასახული.

2018 წლის 28 იანვარს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" შეკრებილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას, კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა მეტროპოლიტენის მიმართულებით გაიქცა. პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას ახდენდა, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან, ორი პირი - 1992 წელს დაბადებული გ. ს. და 1982 წელს დაბადებული თ. მ., რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა და დაიწყეს აღნიშნული პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში, ხსენებულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ, დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენი მხრიდან, სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით.
ამავე დროს, დაუმორჩილებლობის ყოველ შემთხვევაზე პოლიციას ექნება კანონის შესაბამისი მკაცრი რეაგირება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას კანონიერი ქმედებების შესრულებაში, რომლის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

პოლიციელების მიერ კანონიერი ქმედებების შესრულების პირობებში საზოგადოების ზოგიერთი წევრის ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და პოლიციის უსაფუძვლო დადანაშაულება აკნინებს სამართალდამცავი ორგანოების როლს, მაშინ როცა, პოლიციის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში იქნება ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, მათ შორის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად სამინისტროსთვის შესაძლოა იყოს არასასიამოვნო, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სიმართლის დადგენისთვის. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ჩვენებით და საზოგადოებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics