|
2018-01-29 17:15:26, 2149 ნახვა
პოლიტიკა
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. მიმდინარე კვირაში, კომიტეტები პირველი მოსმენით განიხილავენ საქართველოს მთავრობის ინიციატივას „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტს. საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში განიხილება ასევე „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე პროეტთა პაკეტი, რომელიც 13 დოკუმენტს მოიცავს. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მომავალ სასესიო კვირაში პლენარული სხდომა იმსჯელებს. დღევანდელ სხდომაზე ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის, ახალი ფრაქციების შექმნის გამო, კომიტეტებში, კვოტების გადანაწილებისა და პერსონალური შემადგენლობის ცვლილებების თაობაზე. ბიურომ ცნობად მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საკანონმდებლო წინადადებასტან დაკავშირებით. ბიურომ ასევე ცნობად მიიღო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, ირინა ფრუიძე, ირაკლი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილ ) ვიზიტის ანგარიში.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)