11:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 17:35:48, 383 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: დღეს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობაა, თუ ვის ისურვებს მომავალ ხელისუფლებად

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოპულარულ პოლიტიკოსთა რიგებში რომ არ ლიდერობს, ბუნებრივია.

ამის შესახებ ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში NDI–ის პოლიტიკური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სირთულე, რომელიც დღეს საქართველოშია, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირთან ასოცირდება. 

„ცხადია, მისი მონაცემები რაიმე განსაკუთრებული ცვლილებების მიმანიშნებელი არ არის. ამასთან, უნდა ვაღიაროთ,რომ საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლების ხარისხი იზრდება და აზრთა სხვადასხვაობაც მრავალფეროვანია“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა. 

ექსპერტის განცხადებით, NDI –ის  კვლევის თანახმად, ქართულ საზოგადოებაში არ არის იმის მზაობა, რომ ხელისუფლება მოქმედი  პოლიტიკური სუბიექტებით იყოს დაკომპლექტებული. 

ნდობის შემცირება კი, ცისკარიშვილის შეფასებით, ხელისუფლების ნაკლები თვითკრიტიკის შედეგია. 

მან აქვე დასძინა, რომ ჯანსაღი კრიტიკა წარმატების წინაპირობაა. 
 
„აუცილებელია მზაობა იმისათვის, რომ ცუდზე ცუდი ითქვას, კარგზე კარგი და არ იყოს მუდმივი მცდელობა ფავორიტი ხელისუფლების ქებათა–ქების. სწორედ ჯანსაღი კრიტიკა არის წინა პირობა  რაიმე წარმატების, სხვა შემთხვევაში  პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ასპარეზს ტოვებენ და ამ გადაწყვეტილებას ამომრჩეველი იღებს. საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც შეუძლიათ არჩევნების წესით ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ცვლილებას მუდმივად ცალსახა ვექტორი არ გააჩნია. დღეს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობაა, თუ ვის ისურვებს იგი, მომავალ ხელისუფლებად. ამ კვლევის მონაცემები დასაფიქრებელია იმ კუთხით, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს არ აქვს მზაობა, რომ იგივე პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს NDI–მ მედიას პოლიტიკური რეიტინგების კვლევის შედეგები გააცნო, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ რეიტინგი წინა წელთან შედარებით შემცირდა.

ამასთან, კვლევის თანახმად პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. პრეზიდენტის საქმიანობა 52%-ს მოსწონს. 51% „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას საქმიანობას დადებითად აფასებს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის – 44%, ხოლო 45% პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საქმიანობას. გამოკითხულთა 40%-ს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა მოსწონს, 31%-ს კი არა. მოსახლეობის 33% თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის საქმიანობას დადებითად აფასებს, 34% კი უარყოფითად. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics