11:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 15:54:33, 398 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: როცა ხელისუფლებას თვითკრიტიკა არ ახასიათებს, მის მიმართ ნდობა მცირდება

„როცა ეკონომიკური პროცესების გამო კმაყოფილთა რაოდენობა არ იზრდება და პარალელურად ხელისუფლებას თვითკრიტიკა არ ახასიათებს, მის მიმართ ნდობა მცირდება“, – ასე შეაფასა “ექსპრესნიუსთან” საუბარში დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა NDI –ის პოლიტიკური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ რეიტინგმა წინა წელთან შედარებით დაიწია.

მისივე შეფასებით, დღევანდელ პირობებში, მოქმედი ხელისუფლების მიმართ ნდობის შემცირება რეალურია. თუმცა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ხელისუფლებასთან დაკავშირებით  საზოგადოების განწყობის დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაცაა.

„ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს მონაცემები ხელისუფლების მიერ აღიარებულ იქნას, მაგრამ კლების ტენდენცია, რამდენადაც საწყენი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, უფრო რეალური ვექტორია, ვიდრე შესაძლებელი ყოფილიყო მისი ზრდა დღევანდელ პირობებში. რასაკვირველია, ამ განწყობების დიდი ნაწილი  შექმნილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას არ ახასიათებს რაიმე ტიპის თვითკრიტიკა, მის მიმართ ნდობა მცირდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პარალელურად, არ იზრდება კმაყოფილთა რაოდენობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოების განწყობის გამოსასწორებლად, რეაგირება აუცილებელია.

„არამგონია გაკვირვების საგანი იყოს რეიტინგები, მაგრამ რეაგირების აუცილებლობა ჩემთვის თვალსაჩინოა.  თუ ხელისუფლება იაქტიურებს იმ არც თუ ისე სახარბიელო შეფასებების გამოსასწორებლად, რომელიც არაერთია კვლევაში, ავტომატურად გაიზრდება მისი ავტორიტეტიც“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, NDI–ის კვლევების თანახმად, მიმდინარე წელს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 24% შეადგენს, გასულ წელს კი, 42% იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics