|
2018-01-26 14:56:24, 2063 ნახვა
სამართალი
შპს „ლანცეტი"-ს მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით ჯგუფურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა შპს "ლანცეტი"-ს დირექტორის მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის" დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ. გამოძიების ცნობითვე, მას არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში. „მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შპს „ლანცეტის" დირექტორმა მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები და მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში" თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები. „ რაშიც ასევე დაარწმუნეს გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით 2016 წლის 12 თებერვალს შპს „ლანცეტში" მისული საქართველოს მოქალაქეები - გ.ჩ. და კ.კ.. ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის" დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახისწევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს კლინიკა „ლანცეტი"-ს დირექტორმა ფ.ჯ.-მ და ბრალდებულმა მ.კ.-მ მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, რის სანაცვლოდაც პაციენტებისგან მოითხოვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის დაუყონებლივ გადახდა. 2016 წლის 28 თებერვალს პაციენტმა კ.კ.-მ შპს „ლანცეტის" ანგარიშზე ჩარიცხა ფულადი თანხა 99204 ლარისოდენობით, საიდანაც თანხის ნაწილი 35000 ლარი ფ.ჯ.-მ გადასცა ბრალდებულ მ.კ-ს, ხოლო მეორე პაციენტთან 2016 წლის 7მარტს ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, კლინიკა „ლანცეტის" იურისტმა გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40.000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან ოპერაციის ჩატარებაზე შპს „ლანცეტისთვის" უარის თქმის მიუხედავად, მ.კ.-ს მიერ 2016 წლის 3 მარტს და 8 მარტს ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია.სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაშიგარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოღვაწე ყველა ტრანსპლანტოლოგმა, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ტრანსპლანტაციისოპერაციას ან/და აქვთ თეორიული შემხებლობა ხსენებულ სამედიცინო დარგთან. დასკვნის თანახმად არც ერთი პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება სასწრაფო არ იყო, ხოლო გ.ჩ.-სთვის დასმული ძირითადი დიაგნოზიდან არ დადასტურდა ის დიაგნოზი, რაზე დაყრდნობითაც უთითებდნენ ბრალდებული მ.კ. და შპს „ლანცეტის" დირექტორი, რომ ოპერაცია იყო გადაუდებელი და სასწრაფო“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ შპს "ლანცეტი"-ს დირექტორის მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მ.კ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა.
„მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შპს „ლანცეტი"-ს დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული აქვს პატიმრობა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)