03:09 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 14:03:55, 1884 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში, შიდა ქართლსა და ახალციხეში ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა

სამართალდამცველებმა ბათუმში - 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ქალაქ ახალციხეში - ქურდობის 1 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, სულ დაკავებულია 6 პირი.

 „გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1998 წელს დაბადებულმა ნ.ქ.-მ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე 3 ბინა გაქურდეს, საიდანაც, დაახლოებით, 4000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმავე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოპარული ნივთები  ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ა.ზ.-მ გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. DVD-ფლეიერი, ვიდეომაგნიტოფონი,  სეტთოფბოქსი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული გორის რაიონის  სოფელ ქიწნისში, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1996 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ, 1982 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ფ.ს.-მ ქალაქ ახალციხეში, რესტორანი „თოლიადან“ ძვირადღირებული ე.წ. „ჩილიმები“ მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში, ერთ-ერთი დაკავებულის  საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics