14:45 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 18:19:44, 3450 ნახვა

საზოგადოება
„ყველა ერთისთვის“ - პარლამენტთან „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია - „ყველა ერთისთვის“ მიმდინარეობს.

აქცია მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით იმართება და მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და „ბახალას“ გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ გიორგანაშვილის საქმეში მონაწილე პოლიციელები და უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ისინი ასევე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და გიორგი გიორგანაშვილი შეიწყალოს.

აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics