|
2018-01-25 17:55:01, 2214 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი: სერბეთის პატრიარქმა დაადასტურა, რომ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა არაოფიციალური იყო
სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, ქვეყნის პატრიარქი ადასტურებს, რომ მისი შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან არაოფიციალური იყო. ელჩი ვარაუდობს, რომ ბიბილოვმა სერბეთის საზღვარი რუსული პასპორტით გადაკვეთა. “ბიბილოვმა გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ მას არც ერთი ოფიციალური შეხვედრა, სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია, მათ შორის არც საპატრიარქოში. დღეს საუბრისას ამ თემას ორივე მხარე შეეხო. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები სერბეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე, თუმცა ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ამგვარ აქტებს დაგმობენ. სხვა მხრივ, ქვეყნების შორის თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და აქ არანაირი ორაზროვნება არ არსებობს“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა ”სერბსკაში” 8-13 იანვრის იმყოფებოდა. ბიბილოვი რესპუბლიკა ”სერბსკას” პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის გამო, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას წერილით რამდენიმე დეკემბრის დასაწყისში მიმართა და ახსნა-განმარტებები სთხოვა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)