22:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 15:18:35, 554 ნახვა

საზოგადოება
კახა გოგოლაშვილი: პოლიციისა და ჯარის რეიტინგის შემცირება ხელმძღვანელობების ხშირ ცვლასა და მათ განცხადებებს უკავშირდება

„პოლიციისა და ჯარის ინსტიტუტების რეიტინგის შემცირება უწყებებში ხელმძღვანელობების ხშირ ცვლასა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება“, - ამის შესახებ "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში NDI–ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით პოლიციისა და ჯარის საქმიანობას გასულ წელთან შედარებით დადებითად უფრო ნაკლები ადამიანი აფასებს.
გოგოლაშვილის თქმითვე, პოლიციის ინსტიტუტის რეიტინგის შემცირება გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და იუსტიციის სახლების პოპულარობის ზრდასაც უკავშირდება.
„პოლიციის რეიტინგის კლება ხელმძღვანელობის ხშირმა ცვლამ გამოიწვია. წინა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ძალიან ახალგაზრდა, ამას მოჰყვა ბევრი არასწორი განცხადება და თავისთავად ამან მოახდინა გავლენა მთლიანობაში შსს-სა და პოლიციის რეიტინგზე. რაც შეეხება ხარისხს, კრიმინოგენული გარემო გაუარესდა და ამას მოსახლეობა პოლიციის მუშაობას პირდაპირ უკავშირებს. ამასთან, იუსტიციის სახლების მომხმარებლების რიცხვი იზრდება, რომლებიც ცოტა უფრო გვიან შემოვიდა, ვიდრე პოლიციის რეფორმა ჩატარდა. იუსტიციის სახლი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, უშულოდ უკავშირდება ადამიანების კომფორტს და ნელ-ნელა იკავებს მაღალ ადგილს რეიტინგებში“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება ჯარს, მისივე შეფასებით, მოსახლეობის დამოკიდებულების ცვლილება ამ შემთხვევაშიც პირველი პირების ხშირ ცვლასა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. ამასთან, გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ჯარის რეიტინგის ვარდნა მისი თავდაცვისუნარიანობის დონესაც უკავშირდება.
„მინისტრების ხშირი ცვლა იწვევს ჯარის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, რადგან გაურკვეველი ხდება რეფორმების მიმართულება. წინა მინისტრის განცხადებებმაც გარკვეულწილად ზიანი მიაყენეს ჯარის და მთლიანობაში თავდაცვის სამინისტროს რეიტინგს. შესაძლოა მოსახლოებამ ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტრო არაა მყარი ინსტიტუტი და პოლიტიკურად ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. კიდევ ერთი ფაქტორია - ნელ-ნელა იკვეთება, რომ ჩვენი ჯარი მთლიანობაში არ არის მზად, დაიცვას სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დიდი მონდომება არის ჯარში, მაგრამ ტექნიკური შეიარაღების დონე, მისი მზადყოფნა ყველა თვალსაზრისით არაა საკმარისი იმისათვის, რომ იმ საფრთხეებისგან დაიცვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ეს სულ უფრო ნათელი ხდება მოსახლეობისათვის. ამასთან, ირაკლი ალასანია იყო საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ფიგურა და მინისტრი, მგონი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ლიდერი იყო თავდაცვის მინისტრობის დროს. მისი გადაყენება იყო ნეგატიური ინფორმაციის მატარებელი საზოგადოებისთვის და ამან ნეგატიურად იმოქმედა ჯარის რეიტინგზე“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics