|
2018-01-24 11:04:56, 2153 ნახვა
პოლიტიკა
„რადიო თავისუფლება“ - საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ ემუქრება
ამ ეტაპზე საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ ემუქრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. მედია საშუალების ცნობით, აღნიშნულს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც ადასტურებს. "ამ ეტაპზე საქართველოს შეშფოთების საფუძველი არა აქვს, თუმცა შეშფოთების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა. ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნავს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ მათთან გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან. აქ იგულისხმება სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ასე შემდეგ... რიგ შემთხვევებში ზრდის მაჩვენებელი 50 პროცენტს შეადგენს. ეს არის პრობლემა და ისინი ლაპარაკობენ ამის შესახებ. თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი მათგანი არ ითხოვს სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთვის. ამ პრობლემას უნდა დაუპირისპირდეს საქართველო. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რაღაც მოხდეს ამ წლის მიწურულს ანდა მომავალ წელს", - აცხადებს მედია საშუალების ბრიუსელის კორსპონდენტი რიკარდ იოზვაკი. ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის თქმით, სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა აღინიშნება, მაგრამ ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს და ევროკომისიის ანგარიშის განხილვამ მშვიდად ჩაიარა. „ჯერჯერობით კომისიის მხრიდან არანაირი შეშფოთება ამ მიმართულებით არ არის - არც ჩემთან დაუსვამთ ეს საკითხი, როგორც შეშფოთების საგანი, და ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის... მაგრამ, რა თქმა უნდა, აკვირდებიან. ვერ უარვყოფთ, რომ არის ტენდენცია ზოგ ქვეყანაში, რომ გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა. ზოგ ქვეყანაში ზრდა დაიწყო მანამდე, ხოლო ზოგში გაიზარდა მას მერე, რაც მივიღეთ ეს უვიზო რეჟიმი“, - განაცხადა ცნობისთვის, ევროკავშირის პირველ ანგარიშში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუამდე უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის ტენდენცია „სტაბილურ“ სახეს ატარებდა და რომ ამ პერიოდში ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მოთხოვნების საერთო მაჩვენებლები შემდგომ ზრდაზე არ მიუთითებს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)