სასამართლოს შენობის მინის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული, ხოლო სასამართლოს შენობის მინის ჩამტვრევის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
„სასამართლოს ეზოში დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ასევე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინის ჩამტვრევის ფაქტზე“, - აცხადებენ შსს-ში.