01:35 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 12:15:50, 1687 ნახვა

სამართალი
აჭარული სამზარეულო და ტურისტული პროდუქტები - გადაცემათა ციკლი ბელარუსში

აჭარულ სამზარეულოსა და ტურისტულ პოტენციალს ბელარუსში პოპულარული კულინარიული გადაცემას „50 აქცენტი“ 8 მილიონამდე მაყურებელი გაეცნო. 4 ვრცელი გადაცემა, რომელიც მთლიანად აჭარულ კერძებს, ფოლკლორსა და ტურისტულ პროდუქტებს მიეძღვნა „ Belarus 1” -ის ეთერში იანვრის განმავლობაში გადაიცემოდა.

რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით შეიცვლა გადაცემის ფორმატი. ის სტუდიის ნაცვლად ბათუმის ქუჩებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ჩაიწერა. გადაცემის მსვლელობისას წამყვანები მარინა კონდრატევა და  დიმიტრი კიპენი აჭარაში მოგზაურობენ და მაყურებელს სხვადასხვა აჭარული კერძის მომზადებას ასწავლიან, პარალელურად კი უყვებიან ისტორიებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, პროდუქტების და ადგილების შესახებ.

„ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემები გამოვიდა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ერთდროულად ენახა ჩვენი მარავლფეროვანი ტურისტული პროდუქტები. თუკი ერთ გადაცემაში ისინი ეცნობიან ბათუმს, აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესს, ზღვას და თბილ ბათუმურ გარემოს, მეორე გადაცემაში უკვე წამყვანებთან ერთად თოვლიან აჭარის მთებში მოგზაურობენ, სადაც ადგილობრივ ღვინის მარნებში სწავლობენ თუ როგორ მოამზადონ უგემრიელესი სინორი. პირველი გადაცემა ეთერში საშობაოდ გავიდა, მას შემდეგ კი ყველა შაბათ-კვირას მაყურებელი აჭარაში მოგზაურობდა. ჩვენი თხოვნით შეიცვალა გადაცემის ფორმატი და ის კულინარიულთან ერთად სამოგზაუროც გახდა. ერთობლივმა პროექტმა გაამართლა და მას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ბელარუსში,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics